საფეხურებრივი სტანდარტის შედეგები და მათი შეფასება


III კლასი
გარესამყარო მუსიკაში
თემა: ქალაქის/სოფლის ხმები
1. სტანდარტის შედეგები (მუსიკის აღქმა კონტექსტში ინტერპრეტაცია)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს მოსმენის დროს სახე-ხატების შექმნაში მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) როლის განსაზღვრა;

მუს.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცალკეულ მუსიკალურ ელემენტებს (მაგ.: რიტმს, ტემპს, მელოდიას და ა.შ.), ხმაურსა და ვიზუალურ რიგს შორის ასოციაციური კავშირების გაბმა;

მუს.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხალხური მუსიკის თავისებურებების ამოცნობა.
შეკითხვები:
როგორ ვითარდება მუსიკალური აზრი სხვადასხვა  ხმაურის, მოქმედების გადმომცემი მუსიკალური ინტონაციების, რიტმისა და ტემპის მონაცვლეობით (მაგ.: მელოდიის განვითარება სხვადასხვა ინტონაციის, რიტმისა და ტემპის მონაცვლეობის გზით)?

ცნებები:
რიტმის, ტემპის, მუსიკალური ინტონაციების კონტრასტები.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·   გონებრივი იერიში - მასწავლებელი კლასს ასმენინებს ქუჩის ხმებს და სთხოვს მოსწავლეებს, დაასახელონ, რის ხმებია (მანქანის ძრავის, ფეხის ხმა, მშენებლობის ხმა, საუბარი, სიცილი და სხვ.), ხოლო შემდეგ იმსჯელონ, თუ რა მუსიკალური საშუალებებით შეიძლება ამ ხმების გადმოცემა;
·   მასწავლებელი ასმენინებს მოსწავლეებს რამდენიმე მუსიკალურ ნაწარმოებს მანქანის თემაზე („ავტომობილში“ ფ. პულენკის საფორტეპიანო ციკლი “გასეირნებები“; „ავტო“ ვ. ზადერაცკის საფორტეპიანო ციკლიდან „მინიატურების რვეული“) და სთხოვს მათ, დაადგინონ რა მუსიკალური ხერხებით მიგვანიშნებენ კომპოზიტორები იმაზე, რომ ნაწარმოები მანქანით მოძრაობას ასახავს.
2. სტანდარტის შედეგები (შემოქმედობითობა და პრაქტიკა)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურის, მღერის და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად;
მუს.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმის, ხმაურის, მღერის და მუსიკალური ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) მეშვეობით გარესამყაროს  ასახვა;

მუს.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმოვანი გზავნილის სხვადასხვა სიმბოლოთი ჩაწერა.
შეკითხვები:
როგორ  შევქმნათ კოლაჟი ქალაქის სხვადასხვა ხმის, მუსიკალური ინტონაციის, რიტმისა და ტემპის მეშვეობით?

რა სიმბოლოებით შეიძლება ჩაიწეროს მუსიკალური კოლაჟი, რომელიც ქალაქის ხმაურს გადმოსცემს?

ცნებები:
მუსიკალური ინტონაციების, რიტმებისა და ტემპებისგან შედგენილი კოლაჟი.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები
·   მასწავლებელი სთავაზობს კლასს ვიდეოს, რომელშიც ნაჩვენებია, თუ რა საშუალებებით შეიძლება ხმით, ტუჩით და სხვადასხვა საგნის დახმარებით მანქანის ძრავის ხმის იმიტირება. შემდეგ სთავაზობს კლასს, ხმით წარმოქმნან მანქანის ძრავის ხმა. წინასწარ შეთანხმებული ნიშნებით მასწავლებელი უჩვენებს კლასს მანქანის სიჩქარის მომატებას. სიჩქარის მომატებისას კლასი ზევით წევს ხმას, როგორც ამას მანქანას ძრავი აკეთებს. შემდეგ მასწავლებელი ანიშნებს სიჩქარის დაკლებას. სავარჯიშოს მთავარი ამოცანაა, ყველა მოსწავლემ შეძლოს დაახლოებით ერთ სიმაღლეზე აწიოს ან დაწიოს ბგერა.
·   მასწავლებელი აჩვენებს სხვადასხვა მაღაზიის ვიტრინების სურათებს და სთხოვს მოსწავლეებს, მოცემული მუსიკალური მაგალითები რაიმე ნიშნით დაუკავშირონ ვიტრინების სურათებს (იგივე შეიძლება გაკეთდეს სხვადასხვა შენობის სურათებზე).

თემა:  მუსიკალური გასეირნება ქალაქში/სოფელში
1. სტანდარტის შედეგები (მუსიკის აღქმა კონტექსტში და ინტერპრეტაცია)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს მოსმენის დროს სახე-ხატების შექმნაში მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) როლის განსაზღვრა;

მუს.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცალკეულ მუსიკალურ ელემენტებს (მაგ.: რიტმს, ტემპს, მელოდიას და ა.შ.), ხმაურსა და ვიზუალური რიგს  შორის ასოციაციური კავშირების გაბმა;

მუს.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხალხური მუსიკის თავისებურებების ამოცნობა.
შეკითხვები:

რა  ხერხებით შეუძლია მუსიკას მოგვითხროს გასეირნების დროს მიღებულ სხვადასხვა გამოცდილების შესახებ (მუსიკალური განვითარების უმარტივესი პრინციპები)?


ცნებები:
რიტმული და მელოდიური ოსტინატო; კონტრაპუნქტი.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითი:
მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს ნაწყვეტს გერშვინის სიმფონიური პოემიდან „ამერიკელი პარიზში“,  სთხოვს მათ გამოიცნონ ამერიკელის თემა და ახსნან, თუ რა ნიშნით ამოიცნეს მათ ეს თემა (მასწავლებელი მოსმენამდე  უყვება მოსწავლეებს ამ ნაწარმოების შესახებ). შემდეგ მასწავლებელი ეკითხება კლასს, თუ რატომ მეორდება მრავალჯერ ეს თემა მთელი ნაწარმოების მანძილზე; რა როლს ასრულებს ეს თემა ამ ნაწარმოებში და ა.შ. (იგივე შეიძლება გაკეთდეს მუსორგსკის „სურათები გამოფენიდან“).
2. სტანდარტის შედეგები (შემოქმედობითობა და პრაქტიკა)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურის, მღერის და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად;
მუს.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმის, ხმაურის, მღერის და მუსიკალური ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) მეშვეობით გარესამყაროს  ასახვა;

მუს.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმოვანი გზავნილის სხვადასხვა სიმბოლოთი ჩაწერა.
შეკითხვები:
როგორ  გამოვიყენოთ მელოდიური და რიტმული ოსტინატო ქალაქში/სოფელში მოგზაურობის შესახებ მუსიკალური კომპოზიციის შესაქმნელად?

როგორ  ჩავწეროთ მუსიკალური კომპოზიცია?

ცნებები:
რიტმული და მელოდიური ოსტინატო; კონტრაპუნქტი.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·      მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად. იწყებს ერთი ჯგუფი და ინსტრუმენტებზე უწყვეტად იმეორებს რაიმე რიტმულ ფიგურაციას, მას უერთდება შემდეგი ჯგუფი განსხვავებული რიტმული ფიგურიაციით და ა.შ.. ასე ერთდროულად სხვადასხვა ჯგუფი უკრავს სხვადასხვა რიტმულ ფიგურაციას და იქმნება პოლირიტმული კომპოზიცია. ამ კომპოზიციას შეიძლება დაერქვას „სხვადასხვა ფეხით მოსიარულე ქალაქის ქუჩებში“ (იგივე შეიძლება შესრულდეს ინსტრუმენტებზე სხვადასხვა მოკლე  მოტივების ერთდროულად დაკვრით).
·     მოსწავლემ უნდა შექმნას მუსიკალური კოლაჟი გასეირნება ნაცნობ ქუჩაზე სხვადასხვა მოტივისა და რიტმის მონაცვლეობით.
მუსიკა და ჩვენი ყოფა
თემა:  ჩემი ცხოვრების ერთი დღე
1. სტანდარტის შედეგები (მუსიკის აღქმა კონტექსტში და ინტერპრეტაცია)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს მოსმენის დროს სახე-ხატების შექმნაში მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) როლის განსაზღვრა;

მუს.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცალკეულ მუსიკალურ ელემენტებს (მაგ.: რიტმს, ტემპს, მელოდიას და ა.შ.), ხმაურსა და ვიზუალური რიგს  შორის ასოციაციური კავშირების გაბმა;

მუს.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხალხური მუსიკის თავისებურებების ამოცნობა.
შეკითხვები:

როგორ შეიძლება  მუსიკალური ინტონაციებით რაიმე მოქმედების დამახასიათებელი განწყობის გადმოცემა?



ცნებები:
რიტმული და მელოდიური ოსტინატო; სხვადასხვა ემოციის გადმომცემი ინტონაციები მელოდიაში.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·         გონებრივი იერიში - მასწავლებელი მონოტონურად და ინტონაციური მრავალფეროვნებით წარმოთქვამს ლექსს, ფრაზას და სთხოვს მოსწავლეებს  ამოიცნონ, თუ რომელი ჟღერს უფრო მოსაწყენად.
·         მასწავლებელი ასმენინებს კლასს ორ კოლაჟს, რომელიც უფროსის და ბავშვის ხმებისგან არის შედგენილი. შემდეგ იგი სთხოვს მოსწავლეებს ამოიცნონ, რომელი კოლაჟი ასახავს უფროსის ან  ბავშვის ჩვეულებრივ დღეს. შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ახსნან, თუ როგორ ამოიცნეს ისინი.
·         მასწავლებელი ასმენინებს მოსწავლეებს  ერთი და იმავე მოქმედების დროს გამოცემულ ხმას სხვადასხვა მუსიკალური თანხლებით.  სთხოვს მათ იმსჯელონ, რა ემოციურ დატვირთვას აძლევს ამ ხმას სხვადასხვა მუსიკა.
2. სტანდარტის შედეგები (შემოქმედობითობა და პრაქტიკა)
სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები და ძირითადი ცნებები
მუს.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურის, მღერის და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად;
მუს.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმის, ხმაურის, მღერის და მუსიკალური ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) მეშვეობით გარესამყაროს  ასახვა;

მუს.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმოვანი გზავნილის სხვადასხვა სიმბოლოთი ჩაწერა.
შეკითხვები:
როგორ უნდა შეირჩეს მუსიკალური თანხლება, რომელიც გარკვეულ მოქმედებას რაიმე განწყობას შეუქმნის?

როგორ შეიძლება სხვადასხვა ხმით და მუსიკალური მასალით შეიქმნას კოლაჟი, რომელშიც რაიმე საქმიანობა/მოქმედება და მისგან გამოწვეული განწყობა იქნება გადმოცემული?

ცნებები:
მოტივი, ტემპის მონაცვლეობა, მოტივის მონაცვლეობა, მუსიკალური კოლაჟი, მუსიკალური კომპოზიცია.
რეკომენდაციები
საკლასო აქტივობების მაგალითები:
·      მოსწავლემ მასწავლებლის მოქმედების ხმას უნდა შეურჩიოს ორი სხვადასხვა მუსიკალური თანხლება და ახსნას, თუ რა ემოციურ დატვირთვას იძენს ერთი და იგივე ხმა სხვადასხვა მუსიკალურ თანხლებასთან ერთად.
·      მოსწავლემ უნდა შექმნას ხმებისა და მუსიკალური თანხლებისგან კოლაჟი, რომელიც მის ერთ გატარებულ დღეს ასახავს.


No comments:

Post a Comment