საწრეო მუშაობის რეფლექსია
სსიპ ქალაქ თბილისის 167 საჯარო
სკოლის III კლასში 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეიქმნა
მუსიკის წრე ,,სირინოზი“. წრეში გაერთიანებული იყო 10 მოსწავლე. წრის მუშაობის
შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებულ პირთათვის, რადგან წრის
შექმნის შესახებ ინფორმაცია მშობლებს მივაწოდე სიტყვიერადაც და ელექტრონულადაც.
წრეში გაერთიანებული იყო ათი მოსწავლე. საწრეო მუშობა ტარდებოდა კვირაში
ერთხელ ოთხშაბათს მეექვსე გაკვეთილზე. საწრეო მუშობაზე განსახილველი საკითხები
შევათანხმე მოსწავლეებთან მათი ინტერესებისა და ესგ-ს სტანდარტის გათვალისწინებით.
საწრეო მუშაობის მიზანი იყო
მოსწავლეებს შესძლებოდათ მრავალმხრივი მიდგომით, გამოხატვის მრავალსახოვნებით და
შემოქმედებითი თავისუფლებით , რომელიც კარგად ესადაგება თანამედროვე ბავშვის ფსიქო-ფიზიოლოგიურ
თავისებურებებს, შემოქმედებითი
თვითგამოხატვისა და მშვენიერების განცდის უნარის განვითარება. რაც ხელს უწყობს მომავალი თაობის ჰარმონიულ
აღზრდას.
საწრეო მუშაობა ეფექტური გამოდგა,
მოსწავლეებს განსაკუთრებით მოეწონათ LMMS-ს პროგრამაში
მუშობა,სხვადასხვა აქტივობები და მრავალფეროვანი მუსიკალური მოსასმენი მასალა
რომელსაც სიამოვნებით განიხილავდნენ მოსმენის შემდეგ.
სამუშაო გარემო
იყო მშვიდი, კეთლგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული.
ვცდილობდი, რომ მრავალფეროვანი და
საინტერესო აქტივობები ყოფილიყო ყოველ მეცადინეობაზე. მოსწავლეები იცავდნენ
ქცევის წესებს, ჩემს მიერ მიცემული ინსტრუქციები მათთვის იყო გასაგები.
წრის წევრებთან
ერთად, მიმაჩნია, რომ მიზანს მივაღწიეთ.
მოსწავლეებმა გამოთქვეს
სურვილი, მომავალშიც, წრის მუშაობის გაგრძელების შესახებ. მათი გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა,
რომ მოსწავლეებს მოსწონდათ საწრეო მუშაობა, საინტერესო აქტივობებისათვის და
საერთოდ წრეობრივი მუშაობის შექმნისთვის.
ანალოგიურად,
მშობლებიც კმაყოფილებით და ენთუზიაზმით შეხვდნენ წრის მუშობას.
აღნიშნავენ, რომ საწრეო მუშობა იყო საინტერესო და სახალისო მათი შვილებისთვის.
No comments:
Post a Comment